პროექტი „ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის“

მიმდინარეობს საიტის განახლება

 

მიმდინარე წლის 29-30 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, პროექტისახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვისფარგლებში ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა, აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდული პოლიტიკა, კონფლიქტი; კონფლიქტის ანალიზის მეთოდები; მშვიდობის მშენებლობა; გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2250 (YPS); ახალგაზრდული ინიციატივები და მათი დაგეგმვა; „ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვისპროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ირგვლივ.

ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი არის გაეროს 2250- რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ახალგაზრდების პოზიტიურ როლს ძალადობის პრევენციისა და მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობის საქმეში.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

პროექტი ხორციელდება "კავკასიური სახლის", "მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრისა" და "ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფმეთექვსმეტე ელემენტის" მიერ FLIP-ის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობისთვის.