მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა (ქართული/ინგლისური/ისტორია/მათემატიკა)

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • მოამზადოს დაწყებითი კლასების მასწავლებელი, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მოამზადოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე წარჩინებული მასწავლებელი, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული მახასიათებლებით აღჭურვილი უფროსი მასწავლებელი;
  • მოამზადოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის (ინგლისური ენის შემთხვევაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის) მასწავლებელი, რომელსაც გააზრებული აქვს და იზიარებს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის პრინციპებს,  ეროვნული კულტურის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და ბავშვთა უფლებებს;
  • მისცეს ცოდნა ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზნების შესახებ;
  • მისცეს საგნის მასწავლებლისათვის საჭირო საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი  პროფესიული ცოდნა, საბაზისო უნარ-ჩვევები და გამოუმუშაოს მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი; 
  • მისცეს ცოდნა საქართველოს განათლების  სისტემის სტრუქტურისა და საგანმანათლებლო კანონმდებლობის საფუძვლების შესახებ;
  • მოამზადოს საგნის მასწავლებელი, რომელიც აღჭურვილი იქნება სასწავლო პროცესისა და კლასის, როგორც განვითარებადი კოლექტივის ხელმძღვანელობის ცოდნითა და უნარებით.
  • მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლისათვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • განუვითაროს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით სწავლების მეთოდებისა და სწავლების ინდივიდუალური  სტილის მოდიფიკაციის უნარი;
  • განუვითაროს მოსწავლეთა სწავლის პროცესის სირთულეთა განსაზღვრისა და მასზე რეაგირების საწყისი უნარები;
  • შეასწავლოს განათლების თეორიები და სწავლების მეთოდოლოგიის საფუძვლები, სწავლა/სწავლების  და შეფასების სტრატეგიები, მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები, მიზნები, პრინციპები, სწავლების მეთოდები და პრინციპები;
  • გაიაზროს ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ), როგორც საერთო მიზნების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეული და აქტიური მოქალაქის აღზრდას, რომელსაც განუვითარებს დამოუკიდებლობის, კომუნიკაბელურობის, კანონმორჩილების, ტოლერანტობის, შემოქმედებითობის, ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ღირებულებებს;
  • მოამზადოს პედაგოგიური აზროვნების, თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარის მქონე სპეციალისტი, რომელიც ორიენტირებული იქნება თვითგანვითარებაზე, განსაზღვრავს საჭიროებებს და სწორად დაგეგმავს პროფესიულ განვითარებას;
  • პედაგოგიური საქმიანობისათვის აუცილებელი უახლესი მეთოდური ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების მქონე საბაზო და საშუალო (ინგლისური ენის შემთხვევაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო) სკოლის მასწავლებლის მომზადებას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მითითებულ საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია.

  • კერძო და საჯარო სკოლებში;
  • სასწავლო ცენტრებში;
  • საგანმანათლებლო  დაწესებულებებში;
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
  • რესურს-ცენტრებში;
  • განათლების სფეროში ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • მასწავლებელთა სახლებში.