ქართულ ენაში მომზადების პროგრამა
მიმდინარეობს საიტის განახლება
- კომუნიკაცია ქართულ ენაზე სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისთვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც კითხვითი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება (ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება), არჩეულ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, წარმატებული სოციალური და პერსონალური ურთიერთობების დამყარება;
- ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსთან ინტეგრაციას, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართვას, მათ უწყვეტ განათლებას, კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და მათ შემდგომ დასაქმებას;
- გააცნოს სტუდენტს ქართული ენობრივ–კულტურული ღირებულებები, რათა ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდას, მათ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციას.