ვეტერინარია

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • მომზადდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ტრანსფერული უნარებისა და კომპენტენციის მქონე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ვეტერინარიის მაგისტრი, რომელიც პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ორიენტირებული იქნება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაზე, წარმართავს მრავალმხრივი კომპლექსური საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში, მათ შორის, ვეტერინარიის მიმართულებით საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა.
  • ცხოველისა (მათ შორის შინაური ცხოველის) და ფრინველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ინფექციური, ინვაზიური, არაგადამდები დაავადებაზე დიაგნოზის დასმა, ლაბორატორიული და დიფერენციული სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ჩატარება, მკურნალობა, პრევენციული (პროფილაქტიკური) ღონისძიებების ჩატარება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; ქირურგიული, გინეკოლოგიური ჩარევები, პაციენტის კლინიკური სტატუსის შეფასება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
  • მოსახლეობის დაცვა ცხოველისა და ადამიანის საერთო (ზოონოზური) დაავადებებისაგან და „ერთიანი ჯანდაცვის“ კონცეფციის პრინციპების დაცვა; ქვეყნის ვეტერინარული კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა;
  • უვნებელი ცხოველური პროდუქტების წარმოების მიზნით საკლავი ცხოველების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი ვეტერინარული შემოწმება, ცხოველური წარმოშობის სურსათის ინსპექცია და კონტროლი;
  • ჯანმრთელი ქსოვილების სახის, ორგანოების ტოპოგრაფიისა და ფიზიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა; გაკვეთისა და სასამართლო-სავეტერინარო ექსპერტიზის კვალიფიციურ დონეზე ჩატარება;
  • სამკურნალწამლო ფორმების დამზადება. ახალი პრეპარატების ექსპერიმენტული, პრეკლინიკური და კლინიკური გამოცდის ჩატარების ორგანიზება, სამკურნალო და პროფილაქტიკური მოქმედების პრეპარატების სწორად შერჩევა და რეცეპტის გამოწერა;
  • ცხოველების მოშენება, მოვლა-შენახვისა და პროდუქციის წარმოების ისეთი სისტემების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანმრთელი პირუტყვისა და ფრინველის გამოზრდას, მათ კეთილდღეობასა და დაცვას;

მთლიანობაში, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სრულად გამოხატოს თუ რა ცოდნის, უნარების, ავტონომიურობისა და პასუხისმგებლობის მქონე  კურსდამთავრებულის მომზადებისკენ არის მიმართული პროგრამა და რა წვლილის შეტანა შეუძლია ვეტერინარიის დარგის განვითარებაში, აგრეთვე, როგორ უზრუნველყოფს  სტუდენტის პიროვნული პოტენციალის სრულად რეალიზებას.

ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  და შეუძლია დასაქმდეს:

  • სავეტერინარო კლინიკები და ლაბორატორიები;
  • სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შესაბამისი სახელმწიფო უწყებები;
  • ფარმაცევტული საწარმოები;
  • სასაკლაოები;
  • ცხოველთა კოსმეტიკური კაბინეტები;
  • ზოომაღაზიები,ზოოპარკები, ვივარიუმები, აკვარიუმები, ტერარიუმები, იპოდრომები, ცხოველთა თავშესაფრები;
  • მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები და ფაბრიკები, მეფუტკრეობისა და მეთევზეობის მეურნეობები, კინოლოგიური სამსამსახური;
  • სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ცენტრები და ინსტიტუტები;
  • აგრარული ბაზრები, სურსათის ბიზნეს ოპერატორები, დაცული ტერიტორიები და სხვა.