ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა
მოამზადოს საქართველოს განათლების მოქმედი კანონმდებლობის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, პროფესიული და საგნობრივი სტანდარტის, დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში ქართული ენის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების და V-VI კლასებში ერთ-ერთი საგნის (ქართული ან მათემატიკა) მასწავლებელი, რომელიც:
- შეძლებს კონსტრუქტივიზმზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
- შეძლებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განავითარებას პრაქტიკის კვლევის საფუძველზე სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- გაითვალისწინებს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებებს და სფეროს ტენდენციებს, უპასუხებს დარგის, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების მოთხოვნებს.
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „დაწყებითი განათლება“ ფარგლებში, კურსდამთავრებულს, რომლის კვალიფიკაცია უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს, მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად უფლება ექნება, იმუშაოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში საგნობრივი ჯგუფის (ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება), V-VI კლასებში ერთ-ერთი საგნის (ქართული, მათემატიკა) მასწავლებლად, ასევე, არაფორმალურ განათლებაში.