საჯარო მმართველობა

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლისა და სწავლების გარემოს უზრუნველყოფით შექმნას საჯარო მმართველობის ფართო ცოდნა, ადმინისტრირების ჭრილში სამართლის, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებების ინტერდისციპლინარული ურთიერთშერწყმით;
  • საჯარო მმართველობის კურსდამთავრებული აღჭურვოს სახელმწიფო მართვისთვის აუცილებელი ფართო თეორიული, ინტერდისციპლინური, სისტემური და სიღრმისეული ცოდნით (საჯარო მმართველობის თეორია, სახელმწიფოებრივი მოწყობა და მართვის პრინციპები, ეკონომიკაში არსებული ძირითადი ტენდენციები, საჯარო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხორციელების საფუძვლები, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ძირითადი ცნებები, გლობალური და რეგიონალური პროცესების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა), რომლის საფუძველზეც კრიტიკულად გაიაზრებს საჯარო მმართველობის თეორიებსა და  პრინციპებს;
  • მიღებული ცოდნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო მმართველობის საკითხებზე და დასაბუთებულად გადაჭრას საჯარო სექტორში არსებული რთული და გაუთვალიწინებელი პრობლემები;
  • მოიძიოს, შეაგროვოს ინფორმაცია მიღებული ცოდნის საფუძველზე, განმარტოს და გააანალიზოს რელევანტური არგუმენტებით და ჩამოაყალიბოს დასკვნები, რომელსაც გაუზიარებს სპეციალისტებსა და საზოგადოების ფართო წრეებს;
  • მოამზადოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტები საჯარო სამსახურში ეთიკის პრინციპების დაცვით მოქმედების უნარით.

საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო ან კერძო სექტორში ორგანიზაციული მართვის და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით; ასევე არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.