სამართალი
მიმდინარეობს საიტის განახლება
- შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის არსის, სისტემის, ძირითადი პრინციპების, სამართლებრივი სისტემების, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, იურისტის (მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის) საქმიანობის ეთიკურ პრინციპების, იურიდიული პროფესიების ზნეობრივი ასპექტების, ამ პროფესიების წარმომადგენლების სამსახურებრივი და არასამსახურებრივი საქმიანობის მორალური სტანდარტების, ასევე სიღრმისეული ცოდნა კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროების ძირითადი თეორიების, პრინციპებისა და მოწესრიგების თავისებურებების შესახებ;
- გამოუმუშავოს კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამისი მიდგომების განვითარების, ასევე საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი; გამოუმუშავოს სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების უნარი;
- გამოუმუშავოს დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის, იურიდიული ხასიათის დოკუმენტების, ასევე წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების შემუშავების უნარი;
- გამოუმუშავოს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში მოქმედების, ასევე შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით მოქმედების უნარი; გამოუმუშავოს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიების, გამორჩევის და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
- საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
- სასამართლო ორგანოებში;
- სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
- საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.