სკოლამდელი განათლება

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების კანონზომიერებების, ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების, ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპებისასაკისა და განვითარების შესაბამისი კურიკულუმის შემუშავების შესახებ და განუვითაროს   ეფექტური საგანმანთლებლო სტრატეგიების განხორციელების უნარ-ჩვევები.

  • განუვითაროს მას მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვის, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის, ბავშვისა და საკუთარი პრაქტიკის შეფასების, ბავშვებთან, მშობლებთან, თემთან, ბავშვზე ზრუნვაში ჩართულ სხვა სერვისების წარმომადგენლებთან, დაწყებითი განათლების მასწავლებლებთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარები;
  • მოამზადოს მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მატარებელი, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასა და ინკლუზიურობის  პოპულარიზაციაზე, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული, სკოლამდელი (ადრეული) განათლების სპეციალისტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპეციალისტების დეფიციტის აღმოფხვრასა და შევსებას.

  • ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში როგორც საგანმანათლებლო (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი,  პროგრამის სპეციალისტი, მეთოდისტი), ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე: ფორმალურ და არაფორმალურ ადრეული განათლების პროგრამებში.
  •  აგრეთვე, ადრეული განათლებისა და ზრუნვის დაწესებულებებსა და ადრეული ინტერვენციის სერვისებში და პროგრამებში.