ქართული ფილოლოგია

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაში დარგისთვის აუცილებელი ფართო ცოდნა მისცეს სტუდენტს ინტერდისციპლინური საკითხების, როგორიცაა ქართული ლიტერატურისა და ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, ქართული ფოლკლორის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების, ლიტერატურული მოვლენებისა და პროცესების, დარგის ძირითადი მეთოდებისა და კონცეფციების ახალი ასპექტების შესახებ;  
  • დარგისთვის აუცილებელი ცოდნის პარალელურად პროგრამა მიზნად ისახავს ფილოლოგიის ბაკალავრს შეეძლოს დარგის თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულად გააზრება და საერთაშორისო კულტურული მოვლენების პარალელურად ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა და მათი შედარების საფუძველზე ნაციონალური ღირებულებების გამოვლენა;
  • დარგის სწავლებით ჩამოაყალიბოს ადამიანი აღჭურვილი ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

ქართული ფილოლოგიის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის არქივებში, მუზეუმებში, მასმედიასა და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში. ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების დამატებითი პროგრამის ათვისებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.