ინგლისური ფილოლოგია
მიმდინარეობს საიტის განახლება
- შესძინოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროს, მათ შორის ინგლისური ენის სტრუქტურისა და კომპოზიციის, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურის საკითხების ფართო ცოდნა და მისი კრეატიულად გამოყენების უნარი;
- განუვითაროს ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ფორმით თავისუფალი კომუნიკაციის (CEFR) C1 დონეზე განხორციელების უნარი;
- განუვითაროს მეორე უცხოურ ენაზე (გერმანულ/რუსულ) B1 დონეზე კომუნიკაციის განხორციელების უნარი;
- განუვითაროს პროფესიულ, ლინგვისტურ თუ ლიტერატურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისა და სტანდარტული, ზოგიერთი უახლესი მეთოდის გამოყენებით ანალიზის უნარი;
- მისცეს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სტანდარტებისა და შრომის ბაზრის შესაბამისი განათლება, რითაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე;
- შეუქმნას მყარი საფუძველი ზედა საფეხურის აკადემიური პროგრამის უკეთ დაუფლებისათვის.
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში: არასაგანმანათლებლო, კულტურის და საგამომცემლო დაწესებულებებში, აგრეთვე საინფორმაციო საშუალებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის სფეროებში. ეს შეიძლება იყოს: არქივი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ტურისტული კომპანია, მასმედია, საელჩო, ენათა ცენტრი და სხვა.