ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გარეშე, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მოამზადოს კონკურენტუნარიანი მაღალი დონის სპეციალისტები იმ ფართო თეორიული ცოდნით და პრაქტიკაზე ორიენტირებული, ტრანსფერული უნარ-ჩვევებით, რაც აუცილებელია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად:
-
- მონაცემთა უსაფრთხოდ მიღების, დამუშავების, გადაცემის და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის, საკომუნიკაციო ქსელისა და კომპიუტერული სისტემების გამოყენება;
- თანამედროვე მოთხოვნებზე ადაპტირებული კომპიუტერული ქსელების აგება, სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების დაპროექტება, პროგრამული და აპარატურული სისტემების ადმინისტრირება და სერვისული მომსახურება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული ამოცანების და პრობლემების გადაჭრა ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ გარემოში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში, სადაც ხორციელდება კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება, სერვისული მომსახურება, მონაცემთა ბაზების პროექტირება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურება, მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება, ცენტრალიზებული ვაჭრობა, საგანგებო სიტუაციების მართვა, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

