ისტორია
მოამზადოს ისტორიის დარგში კომპლექსური ცოდნით აღჭურვილი, ანალიტიკურად მოაზროვნე სპეციალისტი, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში (ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების, ძველი საბერძნეთის, ძველი რომის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების, კავკასიის ხალხების, ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ისტორიაში). პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს გააცნობიეროს, ისტორიის მრავალმხრივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობები, დოკუმენტური მასალებისა და ლიტერატურის მოძიება, დამუშავება და ანალიზი, განსხვავებული ტიპის წყაროების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ისტორიის რეპრეზენტაცია; გარდა დარგობრივი ცოდნის, უნარებისა და პროფესიული ღირებულებებისა, პროგრამა სტუდენტს განუვითარებს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, რაც საშუალებას მისცემს მას დასაქმდეს და წარმატებული საქმიანობით საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგისა და პროფესიული საზოგადოების განვითარებაში.
ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შესრულება), პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სამსახურში, კერძო სექტორში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და ა.შ.