ფარმაცია
მიმდინარეობს საიტის განახლება
მოამზადოს დემოკრატიული და ჰუმანიზმის იდეალებზე, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური ფარმაციის ბაკალავრები, ფარმაცევტულ სექტორში ღირსეული პროფესიული საქმიანობისათვის:
- სამკურნალო ნივთიერებების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის ჩასატარებლად;
- ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების წარმოებისათვის;
- ფარმაცევტული სამსახურის, როგორც სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურის მნიშვნელობის გაცნობიერებისათვის.
ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
- სააფთიაქო ქსელის ნებისმიერი ტიპის ფარმაცევტულ დაწესებულებაში (საცალო, საბითუმო, კლინიკის, ფარმაცევტული ბაზა);
- ფარმაცევტულ საწარმოში; წამლის ხარისხის კონტროლისა და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ანალიზურ ლაბორატორიებში;
- ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საჯარო სამსახურში;
- სპეციალიზებულ სასწავლო და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში;
- ადგილობრივ და უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებში;
- შეუძლია შექმნას და მართოს საკუთარი ფარმაცევტული ბიზნესი.