საერთაშორისო პროგრამების/პროექტების სამსახური
მიმდინარეობს საიტის განახლება
- უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების კოორდინაცია, ,,ჰორიზონტი“- ევროპის საგრანტო ოფისთან თანამშრომლობა;
- უცხოეთის უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
- გაცვლითი პროგრამებისათვის კანდიდატების შესარჩევი კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე, ასოციაციებთან, ქსელებსა და კავშირებში ან მის ცალკეულ ერთეულებში სასწავლო უნივერსიტეტის გაწევრიანებაზე ზრუნვა;
- სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართვა საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში;
- ერთობლივი/ორმაგი ხარისხის პროგრამების დასანერგად საერთაშორისო პარტნიორების მოძიების პროცესში მონაწილეობა და თანამშრომლობა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან განხორციელების ნაწილში;
- სტუდენტების ჩართულობის შიდა და გარე პროგრამებსა და საერთაშორისო სკოლებში კოორდინაციის გაწევა;
- გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ჩამოსული და გაგზავნილი სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიღება-მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
- გაცვლითი პროგრამების/პროექტების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებსა და ვიზიტებში მონაწილეობის მიღება;
- სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
- სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა და კოორდინაციის გაწევა მათ ინფორმირებას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროგრამებთან/პროექტებთან დაკავშირებით;
- საერთაშორისო (ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერებისა და კრედიტების მობილობის) პროექტების მოზიდვის უზრუნველყოფა და სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ეფექტური განხორციელების კოორდინაციის გაწევა;
- კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან (ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერებისა და კრედიტების მობილობის) Erasmus+-ს (კრედიტების მობილობის) საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების შერჩევის პროცესში თანამშრომლობა.