პროფესიული განათლების დეპარტამენტი
მიმდინარეობს საიტის განახლება
- პროფესიული საგანმანათლებლო სერვისების დაგეგმვა, მართვა და ეფექტურობის მუდმივი სრულყოფა;
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე/პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე (შემდეგში ,,პროგრამა”) სასწავლო პროცესის წარმართვა/ორგანიზება;
- ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების, შემუშავება-დანერგვაში, არსებულის მოდიფიცირებასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო-ტექნოლოგიების ცენტრის განახლებული ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- საინფორმაციო მონაცემთა ბაზის (e-vet.emis.ge) სრულყოფა და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
- პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, დასაქმების კანდიდატებისთვის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების განმახორციელებელი პირებისთის საჭირო კონსულტაციების გაწევა, შიდა ტრენინგების უზრუნველყოფა;
- პროფესიული სტუდენტებისთვის მხარდაჭერის ღონისძიებების ხელშეწყობა;
- ახალი პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება;
- კვარტალური და წლიური ანგარიშების წარმოება;
- პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის სასწავლო პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინირება, მხარდაჭერა, პერიოდული კონტროლი;
- უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების, ასევე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ანგარიშგების პროცესში მონაწილეობა.