სტრატეგიული დაგეგმარებისა და კვლევების ცენტრი
მიმდინარეობს საიტის განახლება

- უნივერსიტეტის მისიითა და სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა;
- სტრატეგიული დაგეგმარების მიზნებისთვის კვლევების ჩატარება;
- უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ორგანიზება, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, მათი ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა, გეგმების საბოლოო პროექტების მომზადება;
- უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
- უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრისთვის წინადადებების მომზადება
- სტრატეგიული გეგმის შემუშავების და შეფასების მეთოდოლოგიის დადგენა და შეფასებისათვის სათანადო ინდიკატორების განსაზღვრა;
- სტრატეგიული გეგმების შემუშავების კოორდინაცია და გეგმების საბოლოო პროექტებად წარდგენა სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მიზნითა და სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სტრატეგიულ /სამოქმედო გეგმაში გაწეული სამუშაოების შესაბამისად შესატანი ცვლილებების გასახორციელებლად შექმნილ მუდმივმოქმედ საკოორდინაციო ჯგუფებისთვის;
- სწავლების, საუნივერსიტეტო რესურსებითა და სერვისებით კმაყოფილების კვლევის ჩატარება;
- ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
- უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმების შესრულებისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- მართვის ორგანოებთან უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა.
