ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტები ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოირჩევა მდგრადობით.
PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში. პროექტი შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ხარისხის ეროვნული სააგენტოს (NCEQE) და საქართველოში არსებული 10 უმაღლესი სასწავლებლის მიერ.
ReGrow-ის მიზანია უმაღლესი განათლების მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია საქართველოში და უკრაინაში სოფლის მეურნეობის ახალი ერთობლივი კურსის შექმნით. ReGROW მხარს უჭერს სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას, გარემოსდაცვით მდგრადობას და სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციას და თანამშრომლობას ევროკავშირის პრიორიტეტების შესაბამისად, როგორიცაა მწვანე შეთანხმება.
RE-DIRECTION მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას; მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას; მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.
VETPRO-ს მიზანია საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარება, ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.
E-PSY-ის ფარგლებში დაფუძნდა სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი, ყოველწლიურად აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული, მიმდინარეობს ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში მუშაობისათვის თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტნიორ ორგანიზაციებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება. გაფორმდა მემორანდუმები რეგიონში მოქმედ რამდენიმე ორგანიზაციასთან.
RURD-ის ფარგლებში, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაძლიერდა საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი რეგიონების განვითარებაში, განხორციელდა უნივერსიტეტების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდა, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
INTEGRITY-ის ფარგლებში დაინერგა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა პლაგიატის აღმოფხვრის მიზნით. 2019 წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პლაგიატის ამომცნობი პროგრამის Turnitin ფუნქციონირებას, რომელშიც 150-ზე მეტი ჯგუფია (კლასი) დარეგისტრირებული სასწავლო კურსების შესაბამისად. შემუშავდა პლაგიატის წესი. INTEGRITY
STAR-ის ფარგლებში შესყიდულ იქნა პროექტის მიზნის შესაბამისად გათვალისწინებული აქტივობების გასახორციელებელი ტექნიკა, ინვენტარი, მათ შორის ბრაილის შრიფტის პრინტერი. შემუშავდა სახელმძღვანელო ქართულ და ინგლისურ ენებზე “სწავლების ინოვაციური მეთოდები”, რომელიც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოებით 7 სილაბუსში დამატებით ლიტერატურად გამოიყენება. STAR
DARE-ს ფარგლებში შეიქმნა სტუდენტური მოსახურების ცენტრი/,,უწყვეტი განათლების (სტუდენტთა სერვის-ცენტრი) ცენტრი“, სტუდენტური მომსახურების სერვისების ლაბორატორია აუდიო და ვიდეო ლექციებით აღჭურვილი, ორიენტირებული სპეციალური საჭიროებების (ფიზიკური და გონებრივი) მქონე პირებზე, სტუდენტ დედებზე (სპეციალური ოთახი ბაგა-ბაღის სტანდარტების შესაბამისად), უმცირესობებზე (იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები, გრაფიკები, ელექტრონული ლექციები). შემუშავდა ელექტრონული სწავლების მეთოდი (შერეული). შემუშავდა და დამტკიცდა ელექტრონული ლექციის კურსი.
PICASA-ს ფარგლებში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული ,,უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი“ FLLC, რომელიც ინგლისური ენის სწავლის მიზნით უფასოდ ემსახურება ეტაპობრივად აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა დოკუმენტი ,,ინტერნაციონალიზაციის სახელმძღვანელო” და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი. PICASA
CASEDE-ს ფარგლებში შეიქმნა კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც ემსახურება არა მარტო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტსა და თანამშრომელს, არამედ სხვა დაინტერესებულ პირებსაც რეგიონში. მოხდა საჭირო ინვენტარის და ტექნიკის შესყიდვა, ასევე შეძენილ იქნა საბიბლიოთეკო რესურსი/ლიტერატურა/სახელმძღვანელო. მომზადდა მოკლევადიანი კურსები, ერთდღიანი სემინარები/სატრენინგო თემები, საუნივერსიტეტი კურსი ქართულ და ინგლისურ ენაზე, გადამზადდა პერსონალი.