ბუღალტრული აღრიცხვა
მიმდინარეობს საიტის განახლება
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობა მიიღოს სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში;
- ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზში, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან;
- განახორციელოს ბუღალტრული გატარებები, შეადგინოს და დადგენილი წესით წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში;
- შეეძლოს ფინანსური ანგარიშგების, პირველადი სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის შედგენა გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.