სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის პროგრამის ადმინისტრატორი
მიმდინარეობს საიტის განახლება
- სასწავლო პროცესის ორგანიზება, სტუდენტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის სრულყოფის უზრუნველყოფა, სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება და სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
- ფაკულტეტზე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
- სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის პროგრამის მეშვეობით ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ახალი წესების, რეგულაციების, ინსტრუქციების მიღების ან მათში ცვლილებების შეტანის შესახებ;
- აკადემიური პერსონალის სემესტრული სააუდიტორიო დატვირთვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დაუშავება და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემაში ატვირთვა;
- სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა;
- სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტის პირადი მონაცემების ასახვა და მუდმივი განახლება;
- შუალედური და დასკვნითი გამოცდების უწყისების წარმოება სასწავლო პროცესის განმახორციელებელ პერსონალთან ერთად;
- კურსდამთავრებულთა დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;
- სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის პროგრამის მეშვეობით სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- სტუდენტთათვის საინფორმაციო მომსახურების, კონსულტაციის გაწევა;
- შემოსული კორესპონდენციის წარმოება.