მიმდინარეობს საიტის განახლება
24.04.2023 მართლმსაჯულების სახლი / House Of Justice

აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 24 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მე-4 ჯგუფის მსმენელებისთვის ჩატარდა პროფესორ ეკა ბესელიას საჯარო ლექცია თემაზე: "პროფესიული წარმატება".

22.04.2023 საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელის, (გაკვეთილის ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში) ფლორიან ტაკის ვიზიტი უნივერსიტეტში

მ/წლის 21 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და  ადმინისტრაციას შეხვდა საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი, გაკვეთილის ექსპერტი  საქართველოსა და აზერბაიჯანში ფლორიან ტაკი. შეხვედრა გაიმართა ინიციატივის ,,სკოლები მომავლის პარტნიორები“ეგიდით.

14.04.2023 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება.

13.04.2023 გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს უნივერსიტეტების ბავშვის უფლებათა ცენტრებთან აქტიურ თანამშრომლობას.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ახალციხეში,

11.04.2023 საჯარო ლექცია „კოლხი გრძელთავა „მაკროფალები“ თუ ალანები“.

11 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ელისო ბაღათურია - კნერს, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორს ისტორიასა და კულტურის მეცნიერებებში, ისტორიკოს, არქეოლოგს, მკვლევარს.

 გაიმართა საჯარო ლექცია „კოლხი გრძელთავა „მაკროფალები“ თუ ალანები“.

08.04.2023 უნივერსიტეტში დუალურ პროგრამაზე შუალედური შეფასება ახალი წესის შესაბამისად ჩატარდა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  (სენაკის ბაზაზე) მიმდინარე ,,მეფუტკრეობის" დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირველად ჩატარდა შუალედური შეფასება. შუალედური შეფასება არის განმავითარებელი ხასიათის და მიზნად ისახავს პროცესის მიმდინარეობის შეფასებას, არსებობის შემთხვევაში პრობლემების იდენტიფიცირებას მათი შემდგომში აღმოფხვრის მიზნით.

05.04.2023 ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი (ფუტსალის წესებით)..

მიმდინარე წლის 4 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თვითმმართველობის, ორგანიზებით ჩატარდა ფეხბურთის შიდა ჩემპიონატის ფინალიური შეხვედრა ,გამარჯვებული გუნდი საუნივერსიტეტო თასით და მედლებით დაჯილდოვდა

 

 

03.04.2023 (აღსრულების ეროვნული ბიურო) ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ

აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ტრენინგი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს. მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ.

28.03.2023 ,,ფუტსალის წესებით“ უნივერსიტეტში თამაშის პირველი ეტაპი ჩატარდა

მიმდინარე წლის 28 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა უნივერსიტეტის შიდა ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას 13 გუნდი მიიღებს. ნახევარფინალი და ფინალი ჩატარდება 4 აპრილს.

 

 

20.03.2023 უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მიმდინარე წლის 20 მარტს ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი . მონაწილეებმა წარმოადგინეს შესავალი და დასკვნითი სიტყვა, დაკითხეს მოწმეები პირდაპირი და ჯვარედინი წესით.

Pages