29.04.2022 უნივერსიტეტმა, შემოქმედებით იდეათონს-,,შენი იდეა მომავლის ზუგდიდს!“ უმასპინძლა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, შემოქმედებით იდეათონს-,,შენი იდეა მომავლის ზუგდიდს!“ უმასპინძლა. შემოქმედებითი იდეათონი კრეატიული იდეების კონკურსია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის EU4Culture მხარდაჭერილ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ზუგდიდის მერიისა და მისი პარტნიორების ხელშეწყობით გაიმართა.

27.04.2022 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 27 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

21.04.2022 კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

2022 წლის 19-20 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებული კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ორგანიზებით ჩატარებულ ინტერაქტიულ ტრენინგში, რომელიც გაიმართა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის

20.04.2022 უნივერსიტეტი აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტთან..
19.04.2022 უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

19 აპრილს "სტუდენტური დღეების" ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები სტუდენტები; პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები. უნივერსიტეტში გრძელდება სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

18.04.2022 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
18.04.2022 "სტუდენტური დღეების” ფარგლებში უნივერსიტეტში სამაგიდო თამაშების ტურნირი ჩატარდა
15.04.2022 რექტორის შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან..

მიმდინარე წლის 15 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან.

14.04.2022 დედაენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით მე-13 სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 14 აპრილს უნივერსიტეტში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით მე-13 სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  პროგრამის სტუდენტებმა.

07.04.2022 საუნივერსიტეტო საზოგადოება აგრძელებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას

საუნივერსიტეტო საზოგადოება აგრძელებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას

 

 

 

Pages