09.06.2021 საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მ/წლის 9 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი (Toivo Klaar), სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი - ელჩი ანიკა სოდერი (Anika Soder), გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში

04.06.2021 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის IV - საფეხურის სტუდენტებმა საწარმო პრაქტიკა - საოფისე საქმე დაასრულეს და პრაქტიკის ანგარიშიც წარმატებით წარადგინეს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  IV - საფეხურის სტუდენტებმა საწარმო პრაქტიკა - საოფისე საქმე დაასრულეს და 3 ივნისს პრაქტიკის ანგარიშიც წარმატებით წარადგინეს.

 

 

29.05.2021 უნივერსიტეტსა და პროექტ Zrda“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 მაისს,  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და პროექტ Zrda“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

22.05.2021 უნივერსიტეტსა და FAO–ს შორის( გაერთიანებული ერის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
22.05.2021 21 მაისს რუსეთ კავკასიის ომის დამთავრებისა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

მიმდინარე წლის 21 მაისს რუსეთ კავკასიის ომის დამთავრებისა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კავკასიური სახლის თანამშრომლებმა და სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მეტეხის ხიდთან მდინარე მტკვარში ვარდების გადაყრით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

20.05.2021 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

სტუნდეტებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

29.04.2021 ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა

28 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე, ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიება ჩატარდა ღია სივრცეში - პაპანტწყვილის ტბაზე.

17.04.2021 უნივერსიტეტში წარმატებით გრძელდება ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program - ის ფარგლებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  წარმატებით გრძელდება ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program - ის ფარგლებში. ტრენინგებს ატარებენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიციური ტრენერები.

16.04.2021 ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად

15 პრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიება დაიგეგმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბის“ ინიციატივით.

14.04.2021 უნივერსიტეტში სწრაფი ტესტის მეშვეობით ჩატარდა უფასო გამოკვლევა C ჰეპატიტზე

შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ სწრაფი ტესტის მეშვეობით ჩატარდა უფასო გამოკვლევა C ჰეპატიტზე და ყველა ტესტის პასუხი აღმოჩნდა უარყოფითი

 

Pages