მიმდინარეობს საიტის განახლება
21.02.2011 საპრეზენტაციო–საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრებში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 21–დან 25 თებერვლამდე ატარებს საპრეზენტაციო–საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრებში. შეხვედრის მიზანია, რეგიონს გააცნოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მისია და დაადგინოს სკოლების საჭიროებანი შემდგომი თანამშრომლობისთვის.

17.02.2011 შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან

17 თებერვალს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში შედგა საინფორმაციო–საპრეზენტაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან.  გამოვლინდა სკოლის საჭიროებანი და „დამკვეთის“  და  „შემსრულებლის“ პოზიციებიდან დაისახა შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობა.

 

10.02.2011 ტრენინგი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

გაეროს განვითარების პროგრამასა (გგპ) და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება პროფესიული განათლებისა და ტრენინგის შესრულების შესახებ.

15.01.2011 მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობის მსურველ სტუდენტთა მიღებას განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით. მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია www.nea.ge-ზე მიმდინარე წლის 8 თებერვლამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 893 944 252, 893 330 715, 877 763 274.
13.01.2011 შეხვედრა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მენეჯერ ფლორიან დე ლაუნთან
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მენეჯერს ფლორიან დე ლაუნს. განიხილეს ადამიანის უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხი.
03.12.2010 სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა
2010 წლის 3 დეკემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა.
30.11.2010 თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები
2010 წლის 30 ნოემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები.

არჩევნების შედეგად წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ:
 1. სალომე ფიფია ( ჯანდაცვის ფაკულტეტი)
 2. ნათია ლაგვილავა ( ჰუმანიტარული ფაკულტეტი)

21.11.2010 კულტურულ–საგანმანათლებლო ექსკურსია მარტვილში
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2010 წლის 21 ნოემბერს დაიგეგმა კულტურულ–საგანმანათლებლო ექსკურსია მარტვილში.
13.10.2010 მერვე რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და სემინარების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
11.10.2010 სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები
საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე სამაგიხტრო პროგრამაზე "ბიზნესის ადმინისტრირება" ჩარიცხვის კანდიდატთა სია:

ჩუხუა სერგო – 39 ქულა;

კოდუა ანა – 37 ქულა;

ძამისტარიშვილი ანა – 42 ქულა;

ზუხბაია თეონა – 37 ქულა;

Pages