სამეცნიერო სამსახური
მიმდინარეობს საიტის განახლება

- უნივერსიტეტის (პერსონალის, სტუდენტთა) სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელების, კვლევითი კომპონენტის და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და რექტორისთვის წარდგენა;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შეფასების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა;
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ჩართულობისათვის ზრუნვა;
- კვლევის კომპონენტის გაძლიერების მიზნით წინადადებების შემუშავება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე;
- უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- აკადემიური კეთილსინდისიერებისთვის ზრუნვა. პლაგიატის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობა, ჩართულობა შიდა საუნივერსიტეტო და საერთაშორისო დონეზე;
- კვლევითი აქტივობების გაფართოება, აკადემიური პერსონალის კვლევით უნარებში, თანამედროვე კველვით მეთოდოლოგიაში მომზადება;
- კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების, პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტის შრომათა კრებულისთვის სტატიების მომზადების ხელშეწყობა. თანამშრომლობა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში დანერგილი პლაგიატის პროგრამა Turnitin -ის მუშაობაზე პასუხისმგებელ პირებთან უნივერსიტეტში მოქმედი ,,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების ამაღლების მიზნით მოქმედი პლაგიატის ამომცნობი პროგრამა Turnitin-ის მოხმარების წესის“ შესაბამისად;
- საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზებში - Elsevier-ის, Scopus-ის, crossref-ის, Web Sicience-სა და Google Scholar-ის ელექტრონულ სისტემაში აფილირებული აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფა მიმართულებების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეპოზიტორში openlibrary სტატიების მოსახვედრად, სტატიებისთვის DOI-ს მინიჭება, სამეცნიერო პროდქუციის რეგისტრაციასა და საჭირო აუცილებელი მოთხოვნების აკადემიური პერსონალისთვის მიწოდება;
- კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის გარეთ არსებულ ინსტიტუტებთან ურთიერთობებში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის პერსონალის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში კონსულტაციების გაწევა.
