ჩვენ შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2007 წელს დაფუძნდა სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პირველთაგანია, სადაც ხორციელდება ერთდროულად აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს ძლიერ საგანმანათლებლო სასწავლო –სამეცნიერო ცენტრს, რომელიც არის ხარისხიანი განათლებისა და მაღალი კულტურული აზროვნების ფორმირების გარანტი.
დაფუძნებიდან საწყის ეტაპზე უნივერსიტეტი ახორციელებდა 9 პროფესიულ (სახელობო) პროგრამას: ელექტრიკოსი, შემდუღებელი, დურგალი, მებოსტნე, მემცენარე, ზოოტექნიკოსი, ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგი.
უნივერსიტეტმა დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად ჩაატარა ბაზრის კვლევა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები:
1. ინჟინერიის მიმართულება - სამშენებლო და ინფორმატიკის სექტორი
2. აგრარული მიმართულებით - ფერმერობა (მემცენარეობა, მეცხოველეობა), ვეტერინარია, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, მებაღეობა
3. ბიზნესისა მიმართულება -საბუღალტრო, საფინანსო, მენეჯმენტი.
4. ჯანდაცვის მიმართულებით-მედიცინის, ფარმაციის, სტომატოლოგიის სფერო.
5. განათლების მიმართულებით-სკოლამდელი აღზრდის, საბიბლიოთეკო სფერო
6. სოციალური ურთიერთობების მიმართულებით-ჟურნალისტიკის სფერო;
აღნიშნული კვლევის შედეგების, რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და რეგიონის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით შემუშავდა უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების სტრატეგია. სტრატეგია წარმოადგენდა უნივერსიტეტის მენეჯმენტის ხედვას პროფესიული განათლების სამომავლო განვითარების შესახებ.
სტრატეგიაში გამოიკვეთა პრიორიტეტები:
1. პროფესიულ განათლებაზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების შეცვლა;
2. უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება, მაღალი ხარისხის, ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
3. ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა;
4. კვალიფიციური პედაგოგიური კადრების მომზადება;
5. ბაზარზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა;
7. სოციალურად დაუცველთა და დევნილ სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლის მოწყობა;
8. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა;
9. რეგიონში არსებულ ყველა პოტენციურ დამსაქმებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება
10.უმაღლეს, საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სკოლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება.;
უნივერსიტეტმა ფუნდამეტური ღირებულებების დაცვით სრულყოფილად შეძლო მისი მისიის განხორციელება, არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევამ განაპირობა დასახული მიზნების განხორციელება და სტრატეგიაში განსაზღვრული შედეგების მიღწევა.
დღეს პროფესიული განათლება შესაძლებლობას გვაძლევს ,,მთელი სიცოცხლის მანძილზე’’ ასაკის მიუხედავად გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი. ეს ხელს უწყობს ინდივიდის პროფესიულ განვითარებას და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც შრომის ბაზარს უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრებით.
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყოველწლიურად პროფესიულ განათლებას ეუფლება 300-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი, მათ შორის სენაკის ბაზაზე აგრარულ მიმართულებებზე 100-მდე პროფესიული სტუდენტი. წლების განმავლობაში აგრარული მიმართულებით ხორციელდებოდა როგორც სახელობო ისე პროფესიული უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. დღეისთვის ხორციელდება ორი ტიპის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა- მოდულური სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის გარემოში და დუალური პარტნიორ ობიექტებთან (დამსაქმებლებთან) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების წესით. ასევე უნივერსიტეტის ახორციელებს საშუალო საფეხურის ისეთ პროფესიულ სგაანმანათლებლო პროგრამებს, რომლებშიც ინტეგრირებულია საშუალო საფეხურის ზოგადი განათლების კომპონენტები, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ასეთი პროგრამის დაძლევის შედეგად აიღებენ ისეთ პროფესიულ დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევით დასტურდება აგრარულ მიმართულებებზე რეგიონში დიდი მოთხოვნა. სენაკის ბაზის სრული დატვირთვა შეუძლებელი იყო შესაბაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, 2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით სრულად რეაბილიტირებულ იქნა უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე სასწავლო კორპუსი, აღიჭურვა საოფისე ავეჯითა და კომპიუტერული ტექნოლოგიებით, მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების მეცხოველეობის ფერმის სამშენებლო და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის შემოღობვის, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, დაგეგმილია 2017-2018 წლისთვის სოციალურად დაუცველი და დევნილი პროფესიული სტუდენტებისთვის (40%) საერთო საცხოვრებელისა და სამზარეულო- სასწავლო სახელოსნოს მშენებლობის დასრულება. უნივერსიტეტი ფლობს სასათბურე მეურნეობას, მათ შორის ინოვაციურ სათბურს, სადაც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროები. შეიქმნა თაფლის გადამუშავების ცენტრი, საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით უნივერსიტეტში განხორციელდა საპილოტე პროგრამები 3 სპეციალობაში ფერმერის, მეცხოველის და ვეტერინარიის პროგრამებში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში შეივსო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საჭირო სასწავლო აღჭურვილობითა და მასალებით.
საპილოტე პროგრამებმა, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა გაზარდა ინტერესი და მოთხოვნა აგრარულ სპეციალობებზე, ასევე გაიზარდა დამსაქმებლების ინტერესი პროგრამებში ჩართულობის თვალსაზრისით. რეაბილიტაციის შემდეგ უნივერსიტეტი მიიღებს ყოველწლიურად 1000 – მდე პროფესიულ სტუდენტს.