ძირითადი ფუნქციები

მიმდინარეობს საიტის განახლება

 

  შიდა აუდიტის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სასწავლო უნივერსიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ)  ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

დ) სასწავლო უნივერსიტეტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი);

ე) ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი);

ვ) სასწავლო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);

თ) სასწავლო უნივერსიტეტში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა,ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ი) სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის (აკადემიური,ადმინისტრაციული და სხვა) მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

კ) სასწავლო უნივერსიტეტის  პერსონალის (აკადემიური,ადმინისტრაციული) ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ლ) სასწავლო უნივერსიტეტში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებებისა და სხვა საკითხების შესრულების კონტროლი.