ძირითადი ფუნქციები
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახური წარმოადგენს დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. სამსახური ხელმძღვანელობს “უმაღლესი განათლების შესახებ”, ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სასწავლო უნივერსიტეტის წესდებითა და სამსახურის დებულებით.
სამსახურის საქმიანობის სფერო- სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლება.
სამსახურის მიზნები- პროფესიული განათლების ეფექტური წარმართვა, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებისათვის ხელშეწყობა.
სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები:
1. პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესის წარმართვა/ორგანიზება ;
2. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე პროფესიულ პროგრამებზე სწავლა–სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვა–გამოყენება;
3. ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვა, არსებულის მოდიფიცირება, ავტორიზაცია/აკრედიტაციის მიზნებისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა;
4. სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო-ტექნოლოგიების ცენტრის განახლებული ინფორმაციით უზრუნველყოფა;
5. პროფესიულ სტუდენტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის სრულყოფა და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
6. კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა უწყებებთან.
7. პროფესიული განათლების განვითარების კუთხით სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან/პირებთან თანამშრომლობა;
8. პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა;
9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, განხორციელების, მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
10. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების კოორდინაცია და შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;