პირველკურსელთა/მაგისტრანტთა რეგისტრაცია

გილოცავთ! ჩვენი დიდი ოჯახის წევრი გახდით!
ეტაპი I: რეგისტრაციის გავლა - საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, მესამე სართული - ოთახი 302;
ეტაპი II: ხელშეკრულების გაფორმება;
ეტაპი III: დოკუმენტაციის წარდგენა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
- ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- არასრულწლოვანი კანდიდატის ნაცვლად, ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე.

ეტაპი I: რეგისტრაციის გავლა - საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, მესამე სართული - ოთახი 302;
ეტაპი II: სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდაზე გასვლა;
სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდაზე გასვლის წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რისთვისაც აუცილებელია ტესტირების გავლა. ინგლისურ ენაში ტესტირება არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულს), ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვთ უცხო ენაზე (ინგლისური), ან ფლობენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის მიერ გაცემულ B2 (ან უფრო მაღალი) დონის სერტიფიკატს.
ეტაპი III: დოკუმენტაციის წარდგენა:
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ზსუ კურსდამთავრებულისთვის საკმარისია ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა). (დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში საჭიროა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია; ჩავაბარების წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე (ოქმის თარიღის მითითებით));
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დოკუმენტი, თუ ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
- დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ადგილას, მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.
3 ეტაპი: ხელშეკრულების გაფორმება

