მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იმ საგნის გამოცდა, რომელიც განისაზღვრება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობად (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულ(ებ)ის შესაბამისად).
რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ძირითადი კორპუსი | ჯანაშიას 14. მესამე სართული, ოთახი 302.
ეტაპი I: რეგისტრაციის გავლა - საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, მესამე სართული - ოთახი 302;
ეტაპი II: დოკუმენტაციის წარდგენა;
ეტაპი III: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა (სამოტივაციო წერილი);
/შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფორმატის და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია მოგეწოდებათ საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე/
ეტაპი IV: ხელშეკრულების გაფორმება;
რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (NAEC)/საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან);
- ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელ-ვერსია(CD);
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
- უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

