უწყვეტი განათლების ცენტრი

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • ფართო საზოგადოებისთვის უწყვეტი განათლების ცენტრის სერვისების შეთავაზებით სასწავლო უნივერსიტეტის როლისა და მნიშვნელობის გაძლიერება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების/კურსების/სემინარების ორგანიზება;
  • რეგიონში არსებული ფერმერების, აგრობიზნესში ჩართული პირების პროფესიული განვითარების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების დაგეგმვა;
  • ქართულ/ უცხოურ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და პროექტების მომზადება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის /პროფესიული სტუდენტებისთვის /შშმ და სსსმ პირებისთვის, უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის, უნივერსიტეტს გარეთ დაინტერესებული სამიზნე ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება;
  • სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებთან, ბიზნესის სექტორთან, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უწყვეტი განათლების მიზნებისთვის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა და შესაბამისი კურსების/პროგრამების დაგეგმვა;
  • უწყვეტი განათლების საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირება უწყვეტი განათლების პროგრამებში მათი ჩართვის შესაძლებლობების შესახებ.