ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა...

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების სფეროში, სასწავლო უნივერსიტეტის მისიის განხორციელების- დემოკრატიული და ჰუმანიზმის იდეალებზე, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრის, საზოგადოების აქტიური წევრის, მომზადების /გადამზადების/ მოზიდვის, სტრატეგიული მიზნებისა და სამეცნიერო კვლევის განხორციელების, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას. 
,,ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ და ვახორციელბთ ისეთ ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელიც თქვენი ხელშეწყობისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში,“ ,,ზუგდიდში, სექტემბრიდან სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ“ განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის მერმა.
მერი თანმხლებ პირებთან ერთად სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო და სასწავლო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.