19 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ,,საქართველო გზად ევროპისკენ" პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებელმა ტომას ოუემ სტუდენტებთან ისაუბრა გერმანიის ისტორასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, გერმანიის განათლების სისტემაზე. ლექციის დასასრულს ტომას ოუემ უპასუხა სტუდენტების კითხვებს.