2019 წლის 25 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ფარმაცევტის თანაშემწის“ 2017 წლის საშემოდგომო მიღების ზუგდიდის ბაზის სტუდენტებმა წარადგინეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საწარმოო პრაქტიკისა და პრაქტიკული პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავდა მათ მიერ სასწავლო უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის (მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის შერჩევა, სხვადასხვა წამლის ფორმის მომზადება, მარაგების შევსება) რეალურ სამუშაო გარემოში (აფთიაქი) პრაქტიკულად განმტკიცების ფოტო მტკიცებულებებს და ასევე მოახდინეს მათ მიერ პრაქტიკული პროექტის ფარგლებში დამზადებული მყარი და თხევადი სამკურნალო საშუალებების დემონსტრირება. კურსდამამათავრებლებმა ეფექტურად შეძლეს პროგრამის ფარგლებში ათვისებული თეორიული და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება. პრეზენტაციას დაესწრო პროგრამის ფარგლებში მოდულების განმახორციელებლები და ადმინისტრაცია.