სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 30 მაისს გაიმართა სტუდენტური დღეების დახურვა. სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით სტუდენტებმა მოაწყვეს სილამაზის კონკურსი "მის უნივერსიტეტი – 2011". ჟიურიმ "მის უნივერსიტეტის" ტიტული ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს გალინა უშხვანს მიანიჭა.