16 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიურომ სტუდენტებისათვის კინოჩვენება მოაწყო. მათ ნახეს ფილმი სახელწოდებით „The NATO Chronicles“ (ნატოს ქრონიკები), რომელშიც წარმოდგენილი იყო ნატოს სატელევიზიო არხის მიერ მომზადებული 5 სახვადასხვა თემატიკის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, მათ შორის ფილმი საქართველოზე, სახელწოდებით „Georgia: The Fruits Of The Peace “ (საქართველო: მშვიდობის ნაყოფი). ჩვენების შემდეგ ფილმის შესახებ დისკუსია გაიმართა.