მიმდინარე საერთო სასწავლო კურსის „კოგნიტური ქცევითი თერაპია“ პირველი ლექცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

2021 წლის 13 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარე საერთო სასწავლო კურსის „კოგნიტური ქცევითი თერაპია“ პირველ ლექციას. აღნიშნული საერთო სასწავლო კურსის ხანგრძლივობა არის 3 თვე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ყოველკვირეული შეხვედრები და აქტივობები Moodle და Zoom პლატფორმების გამოყენებით.

აღნიშნული საერთო სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა შემოდგომის სემესტრის განმავლობაში და სტუდენტებმა მიიღეს საერთაშორისო სერტიფიკატები.