ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად.

მიმდინარეობს საიტის განახლება

15 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ფეხბურთსა და ტენისში.

ღონისძიება დაიგეგმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბის“ ინიციატივით.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც კლუბის წევრებმა, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

ორივე სახეობის შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად.

          176476483_4038707442842534_5085665624034596077_n_0.jpg  177350344_4038707336175878_7567546624958141246_n_0.jpg