შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და კონსულტაციის ტრენინგის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს სასწავლო კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ მხარდაჭერა და განვითარება უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებში. კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამოქალაქო საზოგადოების როლი და მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქის ფორმირებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსუტეტის რექტორმა პროფესორმა თეონა ხუფენიამ და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინე ხანთაძემ.

         200824793_2788392101471447_6989826966380409801_n.jpg 200087687_388482505897416_219492566332459787_n.jpg