შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მერიის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო პირველ სხდომაზე შეიკრიბა. წელს საბჭოს თავმჯდომარედ ზსსუ-ს რექტორი თეონა ხუფენია აირჩიეს. პირველ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საჭიროებებზე, რაც ზუგდიდს გააჩნია.
„ დღეს აქ ორ დიდ მნიშვნელოვან პროექტს მოეწერა ხელი, პირველი, ის რომ მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა მემორანდუმი. უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო პროექტი RURD-ი, რომელიც გულისხმობს უნივრსიტეტის როლის გაძლიერაბას მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ამ აქტივობების გათვალისწინებით, მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, სადაც უნივერსიტეტის როლი გამოჩნდება ძალიან მნიშვნელოვნად. ეს პლატფორმა, რომელსაც ქვია მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა, რომლის უფლებაც მიენიჭა უნივერსიტეტს და როგორც პირს- რექტორს, ამით გამოიხატა მუნიციპალიტეტის სტრატეგია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მის განვითარებაში უნივერსიტეტის როლი. დღეს შედგა პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილეთ გამოკითხვის შედეგების პირველადი მონაცემები, რა პრიორიტეტები შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. პირველ შეხვედრაზევე ვთქვით, რომ შევქმნათ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეგმა ცალკეული მიმართულებებითა და დარგებით, რომელიც გამოკვეთს ცალკეული პრიორიტეტების ფარგლებში მნიშვნელოვან გზავნილებს, რაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი სტრატეგიის ბოლოს დადებს რეალურ შედეგს, როგორც განვითარებულ მუნიციპალიტეტს.“- განაცხადა თეონა ხუფენიამ.
საბჭო არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საბჭოს მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, მოსახლეობასა და მერს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირისა და მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. პირველივე შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს განსახილველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარედგინა.