შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტს მასპინძლობს. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში კონსორციუმის შეხვედრა იმართება, რომელსაც ესწრებიან პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის 4 ქვეყნიდან: ჩეხეთი, ავსტრია, ლიეტუვა და ესპანეთი და ასევე საქართველოს 12 უნივერსიტეტი. კონსორციუმის შეხვედრის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციაც ჩატარდა. შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი დაესწრო. აღნიშნული პროექტის მიზანია უნივერსიტეტის როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში რეგიონის უნივერსიტეტების რექტორების დისკუსიას და საკუთარი გამოცდილებების გაზიარებას, მნიშვნელოვანია. 2019 წლიდან პროექტის კოორდინატორია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საერთაშორისო პროექტი RURD რომლის ფარგლებშიც ზსსუ 3 დღიან შეხვედრას მასპინძლობს, ითვალისწინებს არა მხოლოდ ურთიერთგამოცდილების გაზიარებას, არამედ ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირებას სხვადასხვა სეგმენტში კონკრეტული მიმართულებით.

             Screenshot (786).png  Screenshot (788).png

       

             Screenshot (787).png  Screenshot (789).png

             Screenshot (790).png  Screenshot (791).png

             Screenshot (792).png  Screenshot (793).png

             

             Screenshot (795).png  Screenshot (794).png