ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის “მეცნიერების კალენდარი - 2021”-ის ფარგლებში, მეცნიერების პოპულარიზაციისა და მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსს: „თეზისი სამ წუთში". კონკურსი ამჟამად მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტში ტარდება.
პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს. მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების, დარგის არასპეციალისტებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის პრეზენტაცის წარდგენა. პანდემიის გამო მონაწილებს მოუწევთ საკუთარი გამოსვლების სამ წუთიანი ვიდეო ჩანაწერების გამოგზავნა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი (მიმართულება შეზღუდული არ არის).
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (Facebook მოწონებების მიხედვით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:
● I ადგილი - 2000 ლარი (დარიცხული)
● II ადგილი - 1500 ლარი (დარიცხული)
● III ადგილი - 1000 ლარი (დარიცხული)
● ხალხის რჩეული - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი.
.ყველა ვიდეო ჩანაწერი განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის YouTube არხზე.
გიგზავნით:
● პროექტის დეტალური აღწერა: https://drive.google.com/file/d/1pEx2jvJmVujpm584dCka-I7fic33WYCR/view?usp=sharing
● სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Y87fW7WgdiJ75mRa6
● Facebook ღონისძიების ლინკი: https://fb.me/e/2YDFMmv6I
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
ტელ / Tel: 2 21-27-31