2021 წლის 03 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების აკადემიურ პერსონალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებმა - თამარ თოლორაიამ, მანჩო ჩქარეულმა და ანა ჯანელიძემ სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისთვის აუცილებელი უახლესი ლიტერატურა საჩუქრად გადასცეს! სახელმძღვანელოები შეძენილ იქნა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამების მომზადებაზე მუშაობენ. სტუმრებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.