საქართველოში აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებული და WorldChicago-ს ორგანიზებული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობენ ამერიკელი ექსპერტები. მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩო. პროგრამის მიზანია, საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა. პროექტი მოიცავს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას და ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოში.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ,,მედიახელოვნების/ციფრული მედიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესში ფაკულტეტზე შექმნილი სამუშაო ჯუფის მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარებით რეკომენდაციების გაწევა. ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა კურიკულუმის სტრუქტურა, მოხდა პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება. აღნიშნული აქტივობა დაგეგმილია ფაკულტეტის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმით და ორიენტირებულია სააკრედიტაციო მიზნებისთვის. პროგრამის შემუშავება და განხორციელება ეფუძნება ბაზრის კვლევებსა და რეგიონის მოთხოვნებს, თანამედროვე მედიის გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროგრამისთვის გამოყოფილი შესაბამისი ლაბორატორია.

ლორა ტრენდლ-პოლუსმა - (TV-10-ის დირექტორი, კომუნიკაციის სკოლა, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩაატარეს საჯარო ლექციები პროფესორთა და სტუდენტთათვის:

1. მედიაეთიკის საკითხებზე.

2. სტუდენტების მიერ მართული მცირე სატელევიზიო/რადიო სტუდიის დიზაინსა და ოპერირებაზე.

ვიზიტით იმყოფებოდნენ:

პეგი პარფენოვი - პროექტის ხელმძღვანელი

დენის მეტსონი - პროგრამის დირექტორი, World Chicago

სტივენ კ. ჰანტი - ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომუნიკაციის სკოლის დირექტორი

ლორა ტრენდლ-პოლუსი - TV-10-ის დირექტორი, კომუნიკაციის სკოლა, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნეიტ კარპენტერი - ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მიმართულების პროფესორი

სოფო ბზიშვილი - აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი,პროექტის ხელმძღვანელი

გიგი წიკლაური - აშშ-ის საელჩო, თარჯიმანი

პროექტის ფარგლებში გადამზადებულია უნივერსიტეტის პერსონალი.

         263659129_429098468919217_3145685668902521139_n.jpg  263343938_436803704715567_3089166969304767746_n.jpg

         263563380_2091910024292201_5114450427555400082_n.jpg 263422602_2214120745404012_2721824737565732200_n.jpg

         263586988_4594088584013660_2188402772951260992_n.jpg 264286189_3202473043314446_1667695656758801667_n.jpg

         262909062_420743443035341_3511752261535160727_n.jpg 263331325_1063014064496866_2051245332058007671_n.jpg