განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ADA უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა..

მიმდინარეობს საიტის განახლება

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ADA უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, სასწავლო პროგრამები და სტიპენდიები. ADA უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს. ამჟამად მას ჰყავს 117 საერთაშორისო სტუდენტი მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან.  სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლონ სტუდენტთა გაცვლის პროგრამით 100 პარტნიორ ინსტიტუტთან მთელს მსოფლიოში.

დამატებითი ინფორმაცია ADA უნივერსიტეტის შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულზე: www.ada.edu.az

 ADA უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე. განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრულია 2022 წლის 1 აპრილამდე. სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:  www.ada.edu.az/apply

ADA უნივერსიტეტმა  სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

ზემოაღნიშნულით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, განიხილოთ ADA უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხი. მათი საკონტაქტო ინფორმაცია: admissions@ada.edu.az  და bachelors@ada.edu.az