17 მარტს  Zugdidi LAG / ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას. საპროექტო წინადადების განსაზღვრული მიმართულებებია: 1) კლიმატის ცვლილებებისა და გარემო პირობების გაუმჯობესება 2) მდგრადი სოფლის მეურნეობა 3) არა სასოფლო სამეურნეო ბიზნესი და სოციალური მეწარმეობა 4) ტურიზმი და კულტურა 5) სოციალური მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და მხარდაჭერა. საგრანტო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ინიციატივების მხადასაჭერად რომლებიც განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში და არა ქალაქ ზუგდიდში. განაცხადების განხილვის დროს უპირატესობა მიენიჭებათ განაცხადებს: · რომელსაც წარადგენენ: - ახალგაზრდები (18-29 წლის) -... და სხვა მოწყვლადი კატეგორიები. პროექტები რომლებიც მხარს უჭერენ: - ქალებს - ახალგაზრდებს (18-29 წლის) - მარტოხელა მშობლებს - შშმ პირებს - რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს - იძულებით გადაადგილებულ პირებს და ეკომიგრანტებს - სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს

             275178119_632610334502462_1114819484754811347_n.jpg 275174506_491849195808592_1722599147782332071_n.jpg

             275697932_503104491191044_3050907363065160074_n.jpg 275945799_2895143567451447_3830917302851288494_n.jpg

            275896630_1060285054551613_6878351268418944850_n.jpg 275593832_1006638186610946_5943570982861589474_n.jpg