მიმდინარე წლის 23 მარტს,  ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერების პროექტის RURD (Role of  Universities in Regional Development) ფარგლებში, პროექტში მონაწილე პირებმა პროფ. ზაალ ქორთუამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნათია წიფურიამ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრასა და ტრენინგთან დაკავშირებით.

პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს შეხვედრებზე განხილულ საკითხებსა და  დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების 2 კურსის შეთავაზებას დაინტერესებულ პირთათვის, რომელსაც განახორციელებენ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ამავდროულად ხელს უწყობს უნივერსიტეტების მესამე მისიის წარმატებით განხორციელებას.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

             Screenshot (142).png Screenshot (143).png