2022 წლის 29-31 მარტს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (ესპანეთი),როგორც ევროკავშირის  ERASMUS+ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში"ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტმა,პროექტის შეხვედრას უმასპინძლა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სხვა რეგიონალური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივობები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილებები პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

              277118901_498443371993729_1440293619382016547_n.jpg 277893065_696571868270397_1430511715135998711_n.png

            277610888_718757922816373_8784020792946453624_n.png   277823899_404506667678566_6328731017552658784_n.png