2022 წლის 5 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ 2019 წლის საშემოდგომო მიღების ზუგდიდის ბაზის პროფესიულ სტუდენტებმა წარადგინეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საწარმოო პრაქტიკისა და პრაქტიკული პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავდა მათ მიერ სასწავლო უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის (ფიზიკური გარემოსა და თამაშით სწავლების გამოყენებით ადრეული ასაკის აღსაზრდელთა მრავალმხრივი განვითარება) რეალურ სამუშაო გარემოში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღი ,,წითელქუდა“) პრაქტიკულად განმტკიცების ფოტო მტკიცებულებებს და ასევე მოახდინეს მათ მიერ პრაქტიკული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია. კურსდამამათავრებლებმა ეფექტურად შეძლეს პროგრამის ფარგლებში ათვისებული თეორიული და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება. პრეზენტაციას დაესწრო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროგრამის ფარგლებში მოდულების განმახორციელებლები და ადმინისტრაცია. კურსდამამთავრებლებმა მადლიერება გამოხატეს პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა პირის და ორგანიზაციის მიმართ, აღნიშნეს უნივერსიტეტის როლი რეგიონისთვის და უსურვეს ბევრი გონიერი ახალგაზრდის მოზიდვა და მათი შემდგომი რეალიზაცია, რეგიონის უწყვეტი ზრდა-განვითარებისთვის.