შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სსიპ აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ, მათ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ სასწავლო უნივერსიტეტის ბაზას, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, განხორციელების პირობებს, მატერიალურ და არამატერიალურ რესურსებს, პროფესიულიროგრამების გასახორციელებლად შესაბამის სასწავლო და სამუშაო გარემოს, მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, შეხვდენენ პროფესიული განათლების განვითარების სამსახურს და მოისმინეს სასარგებლო რჩევები. სასწავლო უნივერსიტეტმა საჯარო სკოლას გაუზიარა გამოცდილება, რომელიც ეხებოდა საჯარო სკოლებთან პარტნიორობით ,,პროფესიული უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში“ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, რომლის დროსაც სამი მუნიციპალიტეტის (ზუგდიდი, სენაკი, აბაშა) საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გაიარეს მოკლევადიანი საორიენტაციო და სასერთიფიკატო კურსები სხვადასხვა პროფესიებში, აღნიშნული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა 2017-2019 წლებში. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა და საჯარო სკოლის დირექტორმა პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით ორმხრივად გამოხატეს მზაობა.