მიმდინარე წლის 15 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის აფილირებული პროფესორები. განიხილეს კლასტერული აკრედიტაციის კონცეფცია, სამოქმედო გეგმა და პროცედურა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული“ ჰორიზონტი ევროპა“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის შესახებ. „ჰორიზონტი ევროპა“ არის ევროკომისიის მეცხრე ევროპული ჩარჩო პროგრამა კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და ინოვატორებს აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში